Skip to content
Horrors of the Past poster

Film

Horrors of the Past (1925)

IMDb6.2

1905 წლის შემოდგომაა. შიმშილი და სიღატაკე გლეხკაცს აიძულებს, სოფელი დატოვოს და ქალაქს მიაშუროს, მაგრამ აქაც კატორღული შრომა ელის. ქარხნის მეპატრონე გროშებს იძლევა. მუშე­ბის უკმაყოფილება თანდათან იზრდება. ერთ­ერთი მუშა არალეგალური ფურცლე­ბის გავრცელების ინიციატივით გამო­დის. ის ახალი აზრის, სამართლიანობისდამკვიდრებისათვის იწყებს აგიტაციას. ამავე დროს გლეხები თავიანთ რჩეუ­ლებს გზავნიან მემამულესთან, სთხოვენ დათმობაზე წავიდეს, მაგრამ მემამუ­ლე გლეხების წარგზავნილებს დაახოცი­ნებს. გლეხები მიუვარდებიან მემამულეს და ცეცხლს წაუკიდებენ მის სახლ­კარს. მეორე დღეს გლეხებს მუშებიც შეუერთდე­ბიან. კაზაკები ტყვიებს დაუშენენ მათ. აჯანყებულებს ციხეში ჩაამწყვდევენ, აწამებენ, მაგრამ მათ მტკიცედ და მხნედ უჭირავთ თავი. ჩამოხრჩობის წინ მუშა ეთხოვება თავისიანებს, ცოლ­შვილს და მოუწოდებს ყველას­ განაგრძონ ბრძოლა სიმართლისათვის. აჯანყება ჩახშობილია. დაღუპული მუშის შვილი ფიცს დებს, რომ შურს იძიებს მამისა და მისი ამხანაგე­ბის დაღვრილი სისხლისათვის.